Nuk
სერენ ესი ფორტე / Seren Esi Forte

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: ESI
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა # 60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

სერენ ესი ბუნებრივი და უსაფრთხო ფორმულა ყოველდღიური სტრესის ფონზე ფსიქიკური და ფიზიკური ბალანსის შესანარჩუნებლად.

 

შემადგენლობა (1 კაფსულაში):

აშვაგანდა (Withania somnifera) ექსტრაქტი ტიტრირებული 10%- 250გ მგ

კრაზანა (Hypericum perforatum) ექსტრაქტი  ტიტრირებული 0,1%  -700 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) –2,8მგ

მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი) – 112,8 მგ

 

მოქმედების მექანიზმი და ეფექტი:

აშვაგანდა

ადაპტოგენური მოქმედება  – ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში

ამცირებს კორტიზოლის დონეს

მატონიზირებელი მოქმედება 

აუმჯობესებს განწყობას და ხელს უწყობს ფსიქოემოციური ბალანსის შენარჩუნებას

ანტიოქსიდანტური მოქმედება , იცავს ტვინის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

ეხმარება ორგანიზმს ძილის ნორმალიზებაში

 

კრაზანა

ბუნებრივი ანტიდეპრესანტი — აძლიერებს სეროტონინის, დოფამინის და ნორადრენალინის დონეს

ამცირებს შფოთვას, სტრესს და დათრგუნულობას

ანთებისსაწინააღმდეგო და ნეიროპროტექტორული თვისებები

აიოლებს ჩაძინების პროცესს

 

ვიტამინი B6

აუცილებელია ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის (სეროტონინი, GABA, დოფამინი)

ხელს უწყობს  ნერვული სისტემის ფუნქციონირებას

ამცირებს გაღიზიანებას, გადაღლილობასა და სტრესულ რეაქციებს

 

მაგნიუმი

ამცირებს ნერვულ აგზნებადობას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი

მონაწილეობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში

ხშირად გამოიყენება სტრესით, უძილობითა და დაღლილობით გამოწვეული სიმპტომების შესამსუბუქებლად

 

ჩვენებები:

ფსიქოემოციური გადატვირთვა

სტრესული მდგომარეობები

შფოთვა, გაღიზიანება

მსუბუქი ან პერიოდული დეპრესიული სიმპტომები

ძილის პრობლემები სტრესის ფონზე

ყურადღების კონცენტრაციის შემცირება

 

მიღების წესი და დოზირება:

რეკომენდირებულია:

1 კაფსულა დღეში 1–2-ჯერ, საკვებთან ერთად ან საკვების მიღების შემდეგ.

დოზის განსაზღვრა შესაძლოა ინდივიდუალურად მოხდეს, ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით.

 

წინააღმდეგჩვენებები:

ინდივიდუალური მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ

ორსულობა და ლაქტაცია (მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით)

კრაზანას გამო — სხვა მედიკამენტებთან ერთად (განსაკუთრებით ანტიდეპრესანტები, კონტრაცეპტივები, ანტივირუსული და ანტიკოაგულანტები) საჭიროა სიფრთხილე.

 

განსაკუთრებული გაფრთხილება:

არ არის რეკომენდებული მზის ინტენსიური ზემოქმედება კრაზანას ფონზე (შესაძლოა ფოტოდერმატიტის რისკი).

პრეპარატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა წამლების მეტაბოლიზმზე — საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილზე (არაუმეტეს 25°ჩ-ზე), ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

 

სად შევიძინოთ?