ტრიენზიმი / TRIENZYM / TRIENZYM
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Lifeplan
- მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
- გამოშვების ფორმა: ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი №30;
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
სერატიოპეპტიდაზა (Serratiopeptidase) - 60 მგ (120 000 ს.ე.);ტრიფსინი VI (Trypsin VI Enzymes) - 5 მგ; ((ტრიფსინი (Trypsin) - 12 000 ს.ე. ქიმოტრიფსინი (Chymotrypsin)- 1500 ს.ე.))
გამოყენების სფერო:
ქირურგია, ტრავმატოლოგია - პოსტოპერაციული გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ანთება, თრომბი, შეშუპება), პოსტტრავმული და ლიმფური შეშუპება, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია (ნაწიბურის ფორმირება), ტრავმა, დაჟეჟილობა, ჰემატომა, დამწვრობა;
გინეკოლოგია - მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები: ადნექსიტი, ენდომეტრიტი, ცერვიციტი, სალპინგოოოფორიტი;
კისტების და ფიბრომიომების კომპლექსური მკურნალობა, საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი, ჰისტერექტომია, ეპიზიოტომია;
უროლოგია - პროსტატიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი;
მამოლოგია - მასტიტი, მასტოპათია, ლაქტოსტაზი, ფიბროზულ-ცისტოზური წარმონაქმნები;
ოტორინოლარინგოლოგია - ზედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები: სინუსიტი, ოტიტი, ფარინგოტონზილიტი;
პულმონოლოგია - ქვედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები: ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, პნევმონია, ექსუდაციური პლევრიტი, ტუბერკულოზი;
ენდოკრინოლოგია - დიაბეტური ანგიოპათია, რეტინოპათია, აუტოიმუნური თირეოიდიტი;
ანგიოლოგია - თრომბოფლებიტი, ვასკულიტი, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, რეციდივული ფლებიტის პროფილაქტიკა, წითელი ქარი, ლიმფოსტაზი
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად. >12 წელი, 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე;
ორსულობა და ძუძუთი კვება:
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიზანშეწონილია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
გაფრთხილება:
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°-ს t-ზე, მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.