დეჰიდრატაცია – ზაფხულის ჩუმი საფრთხე: რა უნდა ვიცოდეთ და როგორ დავიცვათ თავი სიცხეში?
თარიღი: 30 ივლისი, 2025
ზაფხულის შუა პერიოდიდან ტემპერატურის მატება საგრძნობლად შესამჩნევი გახდა. სინოპტიკოსების ვარაუდით კი აგვისტო კიდევ უფრო ცხელი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ტემპერატურა დიდხანს დარჩება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. გაუსაძლისი სიცხეები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენს პროდუქტიულობაზე და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.
ალბათ გქონიათ ის განცდა, როცა შუადღის მზის ქვეშ ქუჩაში ხართ და თითქოს წამიერად ძალ-ღონეს კარგავთ, უცებ გიჩნდებათ დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა და უსიამოვნო შეგრძნებები. ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) გამოვლინების კლასიკური ნიშნები, რომელიც ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ფონზე განსაკუთრებით ხშირად ვითარდება.
სიცხეში ორგანიზმი შინაგანი ტემპერატურის გასაკონტროლებლად ოფლის გამოყოფის მექანიზმს ამუშავებს. ოფლთან ერთად კი სწრაფად იკარგება არა მხოლოდ წყალი, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელექტროლიტები, მაგ. ნატრიუმი, კალიუმი და სხვ. მათი დანაკარგი აზიანებს უჯრედულ ფუნქციებს, არღვევს ენერგიის ბალანსს და სწორედ ისეთ სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა თავბრუსხვევა, სისუსტე და გულისრევა. ამ მხრივ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ბავშვებსა და ხანდაზმულებს, რადგან ისინი დეჰიდრატაციის კუთხით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან.
ბავშვები აქტიური დღის რეჟიმისა და ჯერ კიდევ, ჩამოუყალიბებელი თვითშეგნების გამო, ხშირად ვერ აფიქსირებენ წყურვილის მოთხოვნას. რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, მით მეტია მის ორგანიზმში წყლის პროცენტული შემცველობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვის ორგანიზმი სითხის დანაკარგს ძალიან სწრაფად გრძნობს. თუ ბავშვს დროულად არ მიეწოდა წყალი ან მინერალებით გამდიდრებული ხსნარები, შესაძლოა გამოვლინდეს სისუსტე, გაღიზიანება, მადის დაკარგვა ან სხვა სერიოზული სიმპტომები.
მოხუცებში კი პრობლემა კიდევ უფრო სიღრმისეულ ხასიათს იძენს – ასაკის მატებასთან ერთად წყურვილის შეგრძნება დათრგუნულია, უჯრედები ნაკლებად რეაგირებენ ელექტროლიტების დანაკლისზე, ხოლო ხშირი მედიკამენტოზური თერაპიები, მაგ. შარდმდენები, კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს სითხის დაკარგვას. შედეგად, ერთი შეხედვით თითქოს მსუბუქი და „უვნებელი“ სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, საერთო სისუსტე და არტერიული წნევის დაქვეითება, უკვე შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაციის ნიშნებად ითვლებოდეს.
ზაფხულის პიკში, როდესაც ტემპერატურა ყოველდღიურად 35 გრადუსს აჭარბებს, დეჰიდრატაცია მხოლოდ ბავშვებისა და ხანდაზმულების პრობლემა აღარ არის და ის თითოეული ჩვენგანის გამოწვევაც ხდება. სიცხეში ორგანიზმი უწყვეტ რეჟიმში ცდილობს ტემპერატურის კონტროლს და ამ პროცესში ჩვენ ვკარგავთ უზარმაზარი რაოდენობით სითხესა და აუცილებელ მინერალებს. ეს მდგომარეობა კი ხშირად შეუმჩნევლად ვითარდება, სანამ არ გამოჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა საერთო სისუსტე, კონცენტრაციის დაქვეითება, თავბრუსხვევა ან პულსის აჩქარება.
დეჰიდრატაციის პრობლემა ასევე განსაკუთრებულად მწვავედ დგას ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის ან მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს ღია სივრცეში.
დეჰიდრატაციის პრევენცია და მის პირველ ნიშნებზე სწორი რეაგირება გადამწყვეტია, განსაკუთრებით ზაფხულის მაღალი ტემპერატურის დროს. როგორ მოვიქცთ დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად?
დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ წყლის დალევა ხშირად საკმარისი არ არის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ორგანიზმი ინტენსიურად კარგავს სითხეს ოფლის, სიცხისგან გაძლიერებული ცირკულაციის ან მედიკამენტების ზემოქმედების შედეგად. ამ დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სითხის, არამედ ელექტროლიტების სწრაფი და ეფექტური აღდგენა.
დეჰიდრატაციის მართვის იდეალური სტრატეგია უნდა მოიცავდეს ისეთი ფორმულის გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც წყლის სწორ შეწოვას, ისე ნატრიუმის, კალიუმის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტის სწრაფ შევსებას.
ამ მხრივ, ყველაზე ეფექტური და უალტერნატივო გადაწყვეტილებაა ჰიდრო-ბალანსი – გერმანული წარმოების საკვები დანამატი, რომელიც ელექტროლიტების, C ვიტამინისა და დექსტროზას უნიკალურ კომბინაციას წარმოადგენს. ჰიდრო-ბალანსის გამზადებული ხსნარი, ჩვეულებრივ სასმელ წყალთან შედარებით, შეიცავს 10-ჯერ უფრო მეტი რაოდენობით მინერალებს და შესაბამისად, ერთი ჭიქა (200 მლ) ჰიდრო-ბალანსით ვიღებთ მინერალების იმ რაოდენობას, რისი მიღებისთვისაც მინიმუმ 2 ლიტრი წყალია საჭირო.
ჰიდრო-ბალანსში შემავალი ელექტროლიტები (კალიუმი და ნატრიუმი) უზრუნველყოფს ნერვული სისტემის, კუნთების, გულის, თირკმელებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. მასში შემავალი კომპონენტების სინერგიული მოქმედება ხელს უწყობს არა მხოლოდ ორგანიზმის შინაგან ბალანსს, არამედ კანის ელასტიკურობისა და ჯანმრთელი იერის შენარჩუნებასაც.
ჰიდრო-ბალანსი ის შემთხვევაა, როცა სითხის მიღება სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნოცაა. ჰიდრო-ბალანსის შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 1 ჭიქა (200 მლ) გრილ წყალში და აქვს ფორთოხლის სასიამოვნო გემო. მიღებული ხსნარი უნდა მივიღოთ მომზადებისთანავე.
ჰიდრო-ბალანის შუშხუნა ტაბლეტი მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ. მაქსიმალური დღიური დოზაა 3 ტაბლეტი.
ჰიდრო-ბალანსი – როცა მხოლოდ წყალი საკმარისი არ არის.