ჰეპატიტების მსოფლიო დღე - 28 ივლისი
თარიღი: 27 ივლისი, 2025
ყოველწლიურად, 28 ივლისს, მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნისთვის — გავზარდოთ ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ და ხელი შევუწყოთ ამ დაავადების საბოლოო აღმოფხვრას. დღეს მსოფლიოში ვირუსული ჰეპატიტით დაახლოებით 400 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.
ჰეპატიტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობის
პრევენცია იწყება დაბადებიდან — B ჰეპატიტის ვაქცინაცია ახალშობილებისთვის გადამწყვეტი ნაბიჯია.
დედიდან ბავშზე გადაცემის შეჩერება — ორსულთა დროული ტესტირება B ჰეპატიტზე, აივ-ზე და სიფილისზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
წვდომა ყველასთვის — პრევენციისა და მკურნალობის სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის — მათ შორის მაღალი რისკის ჯგუფებისთვის.
ტესტირება = სიცოცხლე — დროული დიაგნოზი აფერხებს ღვიძლის კიბოს და მძიმე გართულებებს.
სერვისების უწყვეტობა — იმუნიზაცია, ზიანის შემცირება და ქრონიკული ჰეპატიტის მკურნალობა.
გაავრცელე ინფორმაცია და იყავი სოლიდარული მომავალი ჰეპატიტის გარეშე შესაძლებელია.