Nuk
კოლონოსკოპია

თარიღი: 08 ივლისი, 2025

კოლონოსკოპია ნაკლებად ინვაზიური ენდოსკოპიური პროცედურაა, რომელიც გამოიყენება მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის შიდა გარსის შესამოწმებლად.

 

რა შემთხვევაში ტარდება კოლონოსკოპია?

კოლონოსკოპია ტარდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის:

მსხვილი ნაწლავის კიბო და პოლიპები;

კუჭ-ნაწლავის დაავადებები;

ნაწლავის ანთებითი დაავადებები;

დივერტიკულიტი;

კრონის დაავადება.

 

დაავადების სიმპტომები

კვლევა ინიშნება ისეთი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა:

რექტალური სისხლდენა;

მუცლის ტკივილი;

ნაწლავის პრობლემები;

წონის აუხსნელი კლება.

 

როგორ მოვემზადოთ კოლონოსკოპიისთვის?

სპეციალისტი მოგცემთ დეტალურ ინსტრუქციას მომზადების წესთან დაკავშირებით. კვლევისთვის სრულყოფილი ვიზუალიზაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მსხვილი ნაწლავის გაწმენდა. ამისთვის ინიშნება დიეტა და საფაღარათო საშუალებები.

 

როგორ ტარდება კოლონოსკოპია?

პროცედურის დაწყებამდე კეთება ინტრავენური ანესთეზია, რაც გამორიცხავს ყოველგვარ ტკივილსა და დისკომფორტს.

 

ენდოსკოპისტი მილით, რომელზეც დამაგრებულია პატარა კამერა და განათება, შედის სწორ ნაწლავში და მონიტორზე ხედავს მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს. პოლიპების აღმოჩენის შემთხვევაში, პროცედურის დროს შესაძლებელია მათი მოცილება სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, კეთდება ბიოფსია გარკვეული დაავადებების დიაგნოსტირებისთვის.

 

როგორც წესი, საშუალოდ პროცედურას სჭირდება 30-60 წუთი, თუმცა ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე.