Nuk
როდის არის საჭირო ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია?

თარიღი: 19 აგვისტო, 2025

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ანუ გასტროსკოპია არის ზედა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ენდოსკოპიური გამოკვლევა, რომლის დროსაც ხდება საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება.

 

აღნიშნული კვლევის მეთოდით შესაძლებელია ანთებითი, ონკოლოგიური დაავადებებისა და ფუნქციური მოშლილობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

 

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია რეკომენდებულია თუ:

გაქვთ გულძმარვა, ქავილი ან უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან

გაქვთ გულისრევა და ღებინება

გაწუხებთ ზედა მუცლის ტკივილი ან შებერილობა

აგეღნიშნებათ ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვის დროს

გაწუხებთ ფაღარათი, შეკრულობა ან ნაწლავების დაუსრულებელი მოქმედება

აგეღნიშნებათ წონაში კლება უმიზეზოდ.

 

თუ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, არ გადადოთ, მოგვმართეთ დაუყოვნებლივ. 

 

„გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში" შეგიძლიათ ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია 31 აგვისტოს ჩათვლით განსაკუთრებულ ფასად ჩაიტაროთ - 140 ლარის ნაცვლად 95 ლარად.

 

ენდოსკოპიური კვლევა ტარდება თანამედროვე აპარატურით, კომფორტულ პირობებში და პროფესიონალი ენდოსკოპისტების მიერ. 

 

ჩაეწერეთ წინასწარ და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ ფასად!

032 2001101

ქ. თბილისი, კოსმონავტების სანაპირო #45ა