როგორ ამოვიცნოთ დიაბეტი?
თარიღი: 14 მაისი, 2025
შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ირღვევა სისხლში შაქრის დონე. შაქრიანი დიაბეტის დროს პანკრეასი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან უჯრედების მიერ ინსულინის აღქმის უნარი ქვეითდება.
საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მძიმე გართულებებისგან დასაცავად, აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა ვიცოდეთ მისი სიმპტომების ამოცნობა:
გახშირებული შარდვა
წყურვილისა და შიმშილის გაძლიერებული გრძნობა
კანისა და ლორწოვანის სიშრალე
ჭრილობების ცუდად შეხორცება
წონის უეცარი კლება ან მატება
გაურკვეველი გენეზის ძლიერი საერთო სისუსტე
მხედველობის გაუარესება
გაღიზიანებადობა.
დიაგნოზის დადგენა ხდება ლაბორატორიული ტესტების საშუალებით:
გლუკოზა უზმოდ
გლუკოზა დატვირთვით (ორალური გლუკოზატოლერანტობის ტესტი 75გ გლუკოზით)
გლიკოზირებული ჰემოგლობინი.