Nuk
უფასო კონსულტაცია "მედინა"_ში.

თარიღი: 01 ივნისი, 2025

6 და 7 ივნისს, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინაში" უფასო კონსულტაციას ჩაატარებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ონკო-ქირურგი, მამოლოგი - გიგა ქადაგიშვილი.

 

ბატონი გიგა არის ამერიკის და ევროპის ონკოლოგთა საზოგადოების წევრი, გამოირჩევა 20-წლიანი სამედიცინო გამოცდილებით. იგი მუშაობდა ნიუ-იორკის საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი წლის განმავლობაში, შემდეგ კი ფრეიზერის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.

 

ძუძუს კიბო არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება მსოფლიოში, მაგრამ მისი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა შეიძლება ეფექტური მკურნალობის გარანტია იყოს. განსაკუთრებით დიდი რისკი აქვთ ქალებს, რომლებიც:
არიან 50 წელს გადაცილებულები;
არასოდეს უმშობიარიათ;
პირველი შვილი 30 წლის შემდეგ გააჩინეს.

 

სიმსივნის განვითარების რისკფაქტორები:  გენეტიკური წინასწარგანწყობა;  აბორტები;  რეპროდუქციული სისტემის დაავადებები;  ჰორმონული დისბალანსი;  ძუძუთი კვებაზე უარის თქმა;  რადიაქტიულიზაცია;  ძუძუს ტრავმები.

 

ჩვეულებრივ, 18-35 წლის ასაკში სარძევე ჯირკვლის დათვალიერება ექიმის მიერ საჭიროა სამ წელიწადში ერთხელ, 35-40 წლის ასაკში - ორ წელიწადში ერთხელ, 40 წლის ზევით - წელიწადში ერთხელ, ამასთან, ამ ასაკობრივ ჯგუფში უნდა ჩატარდეს სკრინინგული კვლევა ორ წელიწადში ერთხელ.

 

ძუძუს ნებისმიერი უჩვეულო ცვლილების შემჩნევისას უნდა მიმართოთ ექიმს. მამოლოგთან კონსულტაციითა და რეგულარული კვლევებით, შესაძლებელია მკერდის სიმსივნის დროულად აღმოჩენა და პრევენცია.

 

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:0422 25 85 13

 

"მედინა" ჯანმრთელობის ცენტრი - ჩვენ ვქმნით თქვენს ჯანმრთელობას!