ურტიკარია (ჭინჭრის ციება)
თარიღი: 07 ივლისი, 2025
ურტიკარია (იგივე ჭინჭრის ციება) - არის ქავილით მიმდინარე პაპულოზური გამონაყარი კანზე. ის შეიძლება გამოვლინდეს სხეულის ერთ ნაწილზე ან გავრცელდეს მთელ სხეულზე. ზომები მერყეობს რამოდენიმე მილიმეტრიდან რამოდენიმე სანტიმეტრამდე.
ურტიკარია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 20%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უვლინდება.
რა იწვევს ურტიკარიას?
ურტიკარიის გამომწვევი მიზეზებიდან ყველაზე გავრცელებულია:
კვებითი ალერგია ან გარკვეული საკვების ჭარბი რაოდენობით მიღება;
მედიკამენტური რეაქციები (როგორც ალერგია, ისე მედიკამენტების ერთმანეთთან ურთიერთქმედება ან ჭარბი დოზირება);
ვირუსული ინფექციები;
მცენარეების, ცხოველების ან ლატექსის მიმართ ალერგია;
მწერის ნაკბენი;
მზისმიერი ალერგია.