Nuk
წნევის გაზომვის წესები

თარიღი: 14 მაისი, 2025

ერთი შეხედვით, წნევის გაზომვა მარტივია, მაგრამ მეტი სიზუსტისთვის რამდენიმე წესს შეგახსენებთ:

 

წნევის გაზომვა სწორია მჯდომარე, მოდუნებულ მდგომარეობაში,  ფეხი ფეხზე არ უნდა იყოს გადადებული, წინამხარი, რომელზეც იზომება წნევა, სასურველია გულის დონეზე იყოს მოთავსებული;

 

თუ მოწიეთ თამბაქო, დალიეთ ყავა ან მუქი ჩაი, ან ფიზიკურად იყავით დატვირთული, წნევის გაზომვამდე მინიმუმ 30 წუთი უნდა იყოს გასული,  საკვების მიღებიდან კი უნდა გავიდეს სულ მცირე 1 საათი;

 

გაზომვის პროცესში არ ილაპარაკოთ და ნუ იმოძრავებთ;

 

წნევის პირველი გაზომვა ყოველთვის ზუსტი არ არის  რეკომენდებულია გაზომვა ორჯერ, მინიმუმ 1 წუთიანი ინტერვალით და მათ შორის საშუალოს გამოთვლა.   მარჯვენა და მარცხენა ხელზე მიღებული წნევის ციფრებს შორის განსხვავება ზოგჯერ 10 მმ.ვწყ.სვ.-ზე მეტიც შეიძლება იყოს. თავდაპირველად გაზომეთ ორივე ხელზე და აირჩიეთ ის, სადაც უფრო მაღალი მაჩვენებელია — შემდგომში წნევის გაზომვა იმ ხელზე გააგრძელეთ.