Nuk

ზაფხულის რჩევები თქვენი ჯანმრთელობისთვის

თარიღი: 05 ივნისი, 2025

ყველასათვის საყვარელი ზაფხულის ცხელი სეზონი მოგვიახლოვდა,მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჯანმრთელობაზე ზრუნვაც 

 

გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომ მთელი სეზონი უსაფრთხოდ, ჯანმრთელად და მხნედ გაატაროთ:

 

დალიეთ მეტი წყალი
დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით გარე სივრცეში ყოფნისას.

 

დაიცავით თავი მზისგან
გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი და ეცადეთ, პიკის საათებში (10:00-დან 16:00-მდე) ჩრდილში იმყოფებოდეთ.

 

მიირთვით მსუბუქი და ჯანსაღი საკვები
არჩევანი შეაჩერეთ ახალ ხილზე, ბოსტნეულსა და ადვილად მოსანელებელ კერძებზე.

 

ივარჯიშეთ სიფრთხილით
მზის მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, ივარჯიშეთ ან ისეირნეთ დილით ადრე ან საღამოს საათებში.

 

ყურადღება მიაქციეთ ალერგიებსა და მწერების ნაკბენებს
თუ გაქვთ ალერგია ან მგრძნობიარე კანი, გამოიყენეთ შესაბამისი პრევენციული საშუალებები.
მოგზაურობის შემთხვევაში, გადაამოწმეთ ვაქცინაციის სტატუსები

თუ გეგმავთ დასვენებას, სასურველია გადაამოწმოთ, განახლებულია თუ არა თქვენი ვაქცინები.

 

მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს
თუ იგრძნობთ თავბრუსხვევას, გულისრევას ან ძლიერ დაღლილობას – დაისვენეთ და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

გახსოვდეთ, ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია!

მისამართი: პუშკინის ქ. N118

ტელეფონი: 596 22 60 60