პოსტ ტრავმული სტრესი
ძლიერი სტრესი, ტრავმული მოვლენა ან ხანგრძლივი ემოციური გადატვირთვა ზოგჯერ ტოვებს ღრმა კვალს ფსიქიკაში და გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ეს შეიძლება იყოს ავტოსაგზაო შემთხვევა, ძალადობა, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ომი ან ნებისმიერი ტრავმული გამოცდილება.
Jerarsi Neurofeedback • ჯერარსი ნეიროფიდბექი-ს ფსიქოლოგები გიზიარებენ სიმპტომებს, რომლებიც დაგეხმარებათ PTSD-ს (პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა) ამოცნობაში
განმეორებადი, არასასურველი მოგონებები ტრავმაზე
სიზმრები ან ფლეშბექები, თითქოს ტრავმა ახლაც მიმდინარეობს
გადაჭარბებული რეაქციები ხმაურზე, მოულოდნელ მოძრაობაზე ან სტრესულ გარემოზე
ემოციური დაბლოკვა, ინტერესი ცხოვრების მიმართ იკლებს
ურთიერთობებისგან თავის არიდება, მუდმივი შფოთვა და გაღიზიანება
ჩვენთან შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან და ნაბიჯ-ნაბიჯ დაუბრუნდეთ შინაგან სიმშვიდეს.
იზრუნე საკუთარ თავზე — დახმარების თხოვნა სიძლიერის ნიშანია.